“საფარის” მიერ ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე ჩატარებული კვლევის მთავარ მიზანს რეგიონებში მცხოვრები ქალების მიმართ მათი პარტნიორის ან ქმრის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ძალადობისა და ამ ძალადობასთან მიმართებაში ქალების გამოცდილებისა და მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა. ნაშრომში ეკონომიკური ძალადობა განსაზღვრულია, როგორც ქცევა, რომლითაც მოძალადე ...
13 ოქტომბერს “საფარმა” ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა. ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს . პრეზენტაციის მთავარი მიზანი ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებების გაზიარება და ეკონომიკურ ძალადობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. კვლევის შედეგები ...
კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ ...
2023 წლის 8 ივნისს, “საფარის” ცხელ ხაზზე ქალმა დარეკა და დახმარება ითხოვა. ეს ჩვეულებრივი ამბავია – მსგავსი თხოვნით “საფარში” ყოველდღიურად ათობით ქალი რეკავს. ჩვეულებრივ, სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ვნიშნავთ შეხვედრას, განვიხილავთ პრობლემის მოგვარების გზებს, ვგეგმავთ და ვიწყებთ საქმეზე მუშაობას. ...
დღეს, 6 თებერვალს, ჟენევაში გაიხსნა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რიგით 84-ე სესია. სესიაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია. პატარაიამ ისაუბრა თანასწორობის კოალიციის სახელით და თავის გამოსვლაში ყურადღება ...
ბავშვის ალიმენტის დანიშვნა და აღსრულება (შედარებით -სამართლებრივი კვლევა, საფარი, 2022) ...
ეკონომიკური ძალადობის, მათ შორის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისა და მისი აღსრულების მექანიზმების შესახებ კანონპროექტის განსახილველად სამუშაო ჯგუფის (task force) მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ როგორ ამ საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე პარლამენტის დეპუტატები. კონკრეტულად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ...
დღეს, 20 ივლისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში ალიმენტის გადაუხდელობის პრობლემის დარეგულირების შესახებ. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავროგო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები და დეპუტატები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ...
“საფარის” იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტის სამართლის ფაკულტეტის მიწვევით სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექცია ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ეხებოდა ძალადობის ფორმებსა და მისგან თავდაცვის გზებს. იურისტმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, დეტალურად განიხილა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფორმები ...
ბაია პატარაია ოჯახში ძალადობა ბევრი ფორმის არსებობს. როდესაც ოჯახში ძალადობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენედება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. საქართველოში სქესობრივ ძალადობაზე თითქმის არ საუბრობენ, რადგან ეს ტაბუირებული თემაა და ბევრს მიაჩნია, რომ ქმარს ცოლისაგან ნებართვა არ სჭირდება სქესობრივ აქტზე. ასეთივე ...
გუშინ, 28 ნოემბერს, “საფარის” გუნდი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოსა და სოფელ თულარს ესტუმრა. საფარის ადვოკატი ელისო რუხაძე ადგილობრივ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს ოჯახში ძალადობასა და ქონებრივ უფლებებზე ესაუბრა, ამავე საკითხებზე “საფარის” მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურებიც მიაწოდა. ელისო რუხაძე: “აუდიტორიასთან შეხვედრის შედეგად, ...
ოჯახში ძალადობა – კონტროლის, შიშის გრძნობის ჩანერგვის, დაშანტაჟების მიზნით ჩადენილი ფიზიკური, სიტყვიერი, მორალური და ეკონომიკური სახის მუდმივად განმეორებადი ქმედებაა. ...