2026 წლის 8 ივლისს საფარს სოფია სიგუამ მიმართა, რომლის მეუღლეც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა, მასზე 13 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. საქმეში საფარის იურისტი თამარ ლუკავა ჩაერთო და იმავე დღეს პროკურატურამ სისხლის ...
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანი გოგონას მუდმივ დევნას და არასასურველ კომუნიკაციას როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში, გოგონას ნების საწინააღმდეგოდ შეხებას გოგონას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მოძალადისთვის ...
2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა – ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ...
სუროგატი ქალების საქმეზე სასამართლომ კომპანია ქინდერლის ორივე დამფუძნებელს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება და შესაბამისად ძებნაშია. მანამდე, პროკურატურამ კომპანიის ერთი დამფუძნებელი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. დაზარალებული ქალების უფლებებს საფარი წელიწადია იცავს. ჩვენ ...
2024 წელს საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელზეც მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა. ბავშვის მთავარი მოთხოვნა კონფიდენციალურობის დაცვა იყო, რაც საფარმა გაითვალისწინა და უზრუნველყო. საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო, რომელსაც დაზარალებულმა მრავალეპიზოდიანი საქმე სრულად გაანდო. საქმეში ბევრი სხვადასხვა დანაშაული, მათ შორის, მამინაცვლის მხრიდან ...
2025 წლის მაისში საფარს მიმართა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა, რომელზეც მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. საქმეში საფარის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ჩაერთო. მისი აქტიური მონაწილეობით, საგამოძიებო პროცესის ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის საფუძველზეც მოძალადე დაუყოვნებლივ დააკავეს და მას ბრალი წარედგინა. ...
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი 11 დაზარალებულს იცავს, რომელთა მიმართ, სხვადასხვა დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა და ამავე სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს . ძალადობის ფაქტებზე გამოძიება თბილისის პროკურატურაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროკურატურას უკვე აქვს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა ...
საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელზეც, რამდენიმე წლის წინ, მამინაცვალი სექსუალურად ძალადობდა. გოგო საფარის იურისტს – მარი ვარამაშვილს შეხვდა და მომხდარის შესახებ უამბო. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებულ იქნა პედოფილის დაკავებისთვის საჭირო მტკიცებულებები. მოძალადე დააკავეს და ...
ივლისის თვეში საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელთანაც პოლიციელი სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა. პოლიციელის ქმედების გამო, ბავშვს ცხოვრების სტილის შეცვლა მოუწია – ის ვეღარ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მოძალადესთან შეხვედრა იყო მოსალოდნელი. პოლიციელმა იცოდა მსხვერპლის ...
2024 წლის დეკემბერში საფარს მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომლის გაუპატიურებაც მისთვის უცხო პირმა სცადა, თუმცა ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა შეძლო. მომხდარის შემდეგ ქალმა პოლიციასა და საფარს მიმართა. საქმეზე მუშაობა საფარის იურისტმა მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მისი ჩართულობით, საჭირო მტკიცებულების მოსაპოვებლად და საქმეზე ...
საფარს მიმართა მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, რომელსაც შვილმა უთხრა, რომ მას ინტენრეტ სივრცეში უცხო მამაკაცი სწერდა. საფარის იურისტი, მარი ვარამაშვილი საქმეში ჩაერთო და ბავშვთან გასაუბრების შემდეგ სქესობრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ პედოფილი, რომელიც ბავშვს, როგორც თანატოლი, გაეცნო, TikTok-ის პლატფორმაზე უგზავნიდა ...
საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, მისმა თანამშრომელმა და პარტნიორმა სამსახურში ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც ქალმა ტვინის შერყევა და სახის ტრავმა მიიღო. ამ შემთხვევამდე კაცი ქალზე სამი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ფსიქოლოგიურად. საქმეში საფარის იურისტი – თამარ ლუკავა ჩაერთო. ...
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ და უზრუნველყოს დაზარალებულთა სტატუსის აღიარება. საფარი მუშაობს საქმეზე, რომელიც ეხება საქართველოში კომპანია “ქინდერლის” ჩამოყვანილ სუროგატ დედებს, რომლებიც კომპანიამ ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე დატოვა. ...
12 მარტს დააკავეს პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ქალს იარაღის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა. ქალი დახმარებისთვის საფარში ერთი თვის წინ, 11 თებერვალს მოვიდა. იქამდე, მრავალი თვის განმავლობაში, დაზარალებულმა პოლიციის რამდენიმე განყოფილებას, გენერალურ ინსპექციას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც ...
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 26 აგვისტოს არასრულწლოვანი ნ.ხ-ის გაუპატიურების საქმეზე ზ.ხ. უდანაშაულოდ ცნო. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა ბრალდებულის კონტაქტი დაზარალებულთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი დანაშაულის დასამტკიცებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას თანდართულ ფაილად, ...














