დღეს, „საფარმა“ პრესკონფერენცია გამართა, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. „საფარმა“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზურნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით 13 აპრილს მიმართა. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ დაწესებულებაში არასრულწლოვნების უფლებები ირღვეოდა, ...
ხვალ, პარასკევს, 9 ივლისს, 13.00-ზე, ორგანიზაცია საფარი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც საუბარი იქნება მარიკა წივწივაძის გახმაურებულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. 2021 წლის 8 ივლისს, საქმეზე “თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ”, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლებისა და დისკრიმინაციის ...
ხვალ, პარასკევს, 18 ივნისს, 11.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული (არასამთავრობო) ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით. 2018 წლის ივლისში, სახელმწიფოს უნდა წარედგინა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის ...
ხვალ, ოთხშაბათს, 28 აპრილს, 14.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია ქობულეთის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. ამა წლის თებერვალში მთელი ქვეყანა შეძრა 14 წლის გოგონას თვითმკვლელობამ. დასახელებულ საქმეში ბევრი სირთულე გამოიკვეთა. ახლა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მისი დაა. მოგახსენებთ, რომ “საფარი” ...
ხვალ, 4 მარტს, ხუთშაბათს, 13.00-ზე, საფარი (აკაკი გახოკიძის ქ. 11ა) გამართავს პრესკონფერენციას, პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა დაზარალებულად ცნობის შეგნებულად გაჭიანურების საკითხზე. კავშირი „საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ნ. და ნ. ს.-ების ინტერესებს. 2016 წლიდან, ბავშვებზე ძალადობდა მამა ნ. ს., თუმცა მან, ...
ხვალ, ოთხშაბათს, 4 მარტს, 11.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია პროკურორის გულგრილობის გამო უდანაშაულო ქალის ოთხწლიანი პატიმრობის საქმესთან დაკავშირებით. საფარი იცავს არასრულწლოვანი ნადია და ნიკოლოზ სადღობელაშვილის ინტერესებს. ბავშვების დედა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდის სასჯელს, ვინაიდან ბავშვების მამამ მის ...
ხვალ, 24 იანვარს, 11.00-ზე, საფარის ოფისში მორიგი პრესკონფერენცია გაიმართება ორგანიზაციის ბენეფიციარის თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით. თამთა თოდაძე აპირებს, საჩივრით მიმართოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, მის საქმეში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატის – მარიამ კუბლაშილის წინააღმდეგ, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების ...
ხვალ, პარასკევს, 11 ოქტომბერს, 10.30-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება მეორე პრესკონფერენცია თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ 8 ოქტომბერს პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი წარუდგინა, მაგრამ, ილია ჯიშკარიანისთვის პროკურატურა აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას ...
ხვალ, 3 მაისს, 10.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძალადობის შემთხვევაზე – თეკო მიქაძის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 26 აპრილს მოქალაქე თეკო მიქაძემ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ...