2022 წელი უმძიმესი გამოდგა როგორც საქართველოსთვის, ასევე – მთელი რეგიონისთვის. ჩვენი მეგობარი უკრაინელების მხარდაჭერისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ირანელების გამხნევების ფონზე, ჩვენ კვლავ განვაგრძობდით მუშაობას ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. “საფარმა” 2022 წელს რამდენიმე მთავარი საკითხის ირგვლივ იმუშავა, თუმცა, ...

თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლსა და არასრულწლოვან გერზე ძალადობისთვის 45 წლამდე კაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება კაცს ძალადობის 17 ეპიზოდს ედავებოდა, რომელთაგან 14 ეპიზოდში სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქმის მასალების მიხედვით კაცი მოზარდ გოგოზე 5 წლის განმავლობაში, 9-დან 14 წლამდე ...

22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ...

ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მოძალადე კაცის მიმართ დამცავი ორდერი მაქსიმალური ვადით, 9 თვით გამოიცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა “საფარის” მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მსხვერპლმა ქალმა მიმდინარე წლის ნოემბერში ...

“შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მნიშვნელოვანია ვიაქტიუროთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ” – ასე აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს ვანო ჩხიკვაძე, “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. სწორედ ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით მოეწყო საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში. ევროკომიისა და ...

15 დეკემბერს გაეროს სააგენტოების ჯგუფმა საქართველოში ჩაატარა პირველი ეროვნული კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის “საფარი”. კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდასა და ქალთა ...

“საფარის” ახალგაზრდულმა პლატფორმებმა, ფანჯარამ და განძიმ WECF Georgia-ს კონკურსში, მედია თანასწორობისთვის საპრიზო ადგილი დაიკავეს. ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისთვის, მათივე ჩართულობით შექმნილმა სივრცეებმა ნომინაციაში – საუკეთესო ციფრული პლატფორმა მე-2 ადგილი აიღეს. მედია თანასწორობისთვის არის ორგანიზაციის, “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” ...

“საფარი” აცხადებს ტენდერს მანქანის შესყიდვაზე. ტენდერის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: დოკუმენტი #1 – მოთხოვნები; დოკუმენტი #2 – განაცხადის ფორმა. გისურვებთ წარმატებას! ...

“საფარი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი; ადგილმდებარეობა: დისტანციური; ანაზღაურება: 450$ (ექვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით; ძირითადი მოვალეობები: ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის მართვა: კვარტალური და წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა და მენეჯმენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ანალიზი და კონტროლი; პროექტების ...

“საფარი” აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების ოფიცერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: არასრული; ადგილმდებარეობა: თბილისი; ანაზღაურება: 500$ (ექვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით); MEL ოფიცრის მოვალეობები და პასუხისმგებლობები: საფარის პროექტის მენეჯერის საერთო ხელმძღვანელობით, MEL ოფიცერი მჭიდროდ ითანამშრომლებს პროექტის გუნდებთან თბილისსა და ახალციხეში, პარტნიორ ...

მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი. მათგან ორის ინტერესებს „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა. მოზარდი გოგონები 12 და 13 წლისები არინ. მათ დაზარალებულის სტატუსი ...

10 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების ყაჩაღანისა და აღმამედლოს მოსახლეობამ, „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრმა“ და „საფარმა“ ერთობლივად მიმართეს მარნეულის მერიასა და საკრებულოს საბიუჯეტო ინიციატივით. როდესაც პროექტის „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაზრდა” ავტორები მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ...

ერთი თვის წინ, “საფარმა” კონკურსი გამოაცხადა გრაფიკული პოსტერის შექმნაზე, რომელიც სქესობრივ ურთიერთობებში თანხმობის გადამწყვეტ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. კონკურსში მონაწილე ნამუშევართა შორის, სამი საპრიზო პოსტერი შეირჩა: 1. თეკო მამალაძე; 2. მარიამ მუმლაძე; 3. გირგი აბაშვილი. საფარი კონკურსის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის ...

ამა წლის ივნისში, საფარს მომართა ბენეფიციარმა. მას ბავშვების ნახვის უფლებას არ აძლევდა ყოფილი მეუღლე, რომელსაც ისინი თავისთან ჰყავს წაყვანილი. ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს საზღვარგარეთ ყოფნის დროს, 2016 წელს დაშორდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ. დაშორებისას, ისინი შეთანხმდნენ, რომ ბიჭს მამა წაიყვანდა საქართველოში, ...