უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ საფარის ბენეფიციარები ერთმანეთში ერთგვარ სოლიდარობის ქსელს ქმნიან, რომელიც დროთა განმავლობაში ფართოვდება და მრავალფეროვნდება. ძალადობის მსხვერპლ ქალებს საერთო ბევრი აქვთ. გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს ფსიქოლოგიურად ამხნევებენ, ასევე, ყველანაირად ცდილობენ, ერთმანეთს მძიმე ყოველდღიურობა შეუმსუბუქონ. ელისო რუხაძე, საფარის ...

„საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ეკატერინე გოგოლიშვილის ინტერესებს. ეკატერინე გოგოლიშვილმა სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა, მოსარჩელის სასარგებლოდ ზემოთხსენებულ უწყებებს, მორალური ზიანის სახით, სოლიდარულად დაკისრებოდათ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება; ასევე, ...

საფარი იცავს აიშან ბაშიროვასა და აიგუნ მამედოვას ინტერესებს. ისინი ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები არიან, პრობლემები აქვთ ქართული ენის ფლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათ განსაკუთრებით უჭირდათ სახელმწიფო სერვისების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი იურიდიული საკითხის მოგვარება. აიშანი ბაშიროვა განიცდიდა ქმრისაგან ფსიქოლოგიურ ძალადობას და იძულებას. ...

ელისო რუხაძე წელს ქალი უფლებადამცველების პრესტიჟული ჯილდოს – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტია. მესამე წელია, რაც ელისო საფარში სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობს. ამ ხნის მანძილზე, მან ათეულობით ძალადობის მსხვერპლის საქმის წარმატებით გაძღოლა შეძლო. არასრულწლოვანთა უფლებებზე იგი 10 წელზე მეტია, რაც მუშაობს, ...

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ 2009 წელს დაარსდა. ორგანიზაცია ქობულეთში ფუნქციონირებს და ხანდაზმულთა ინტერესების ხელშეწყობას, მათი ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, ეკონომიკურ გაძლიერებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურ ჩართულობას ემსახურება. ახლახან, სოციალურ ქსელში პეტიცია გამოჩნდა, რომელიც ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის მხარდამჭერებს აერთიანებს. ასოციაციის ბენეფიციართა პრობლემების ...

რა არის ოჯახში ძალადობა? ოჯახში ძალადობა არის ძალადობრივი ქცევა, რომელიც ხორციელდება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ მაგ. მეუღლეებს ან ყოფილ მეუღლეებს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის და ა.შ. ...