საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ, BBC-ის ეთერში რუსულ კანონზე, მიმდინარე პროტესტსა და დარბევაზე ისაუბრა. “ქართველ ხალხს ესმის, რომ რუსული კანონი არ გვჭირდება. ის საფრთხეა ჩვენი დემოკრატიისთვის და ბარიერია ევროპული ინტეგრაციისთვის.” – ბაია პატარაია.     ...

2024 წლის 30 აპრილს და 1 მაისის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად ...

სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი. თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა. ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული ...

ხელმომწერი ორგანიზაციები: ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას,სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმითარ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში; მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე,შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა. ...

20 აპრილს ქალთა მოძრაობის ორგანიზებით საქართველოში ქალთა მარში გაიმართა. თბილისში, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა, სადაც ისევე, როგოც გასულ წელს, ქალებმა ხმამაღლა თქვეს, რომ არ შეეგუებიან რუსულ კანონს და არ დათმობენ წლების განმავლობაში მოპოვებულ უფლებებს. რუსულ კანონს და ...

2023 წლის 9 ნოემბერს, ასტანაში, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, კუანდიკ ბიშიმბაევი, ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. რესტორანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ კუანდიკ ბიშიმბაევის ცოლი, სალტანატ ნუკენოვა მოკლული იპოვა, ბიშიმბაევი კი არაფხიზელ მდგომარეობაში დააკავეს. მეორე დღეს გამოძიებამ მკვლელობის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. ასტანის პოლიციის ...

ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება გუშინ, 11 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგი შინაარსის გზავნილი: “არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. ...

ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ...

დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO, ეძებს მკვლევარს, რომელიც ჩაატარებს თვისებრივ კვლევას, შეისწავლის და გააანალიზებს საქართველოში KVINFO-ს პარტნიორი ქალთა უფლებადამცველი სამი ორგანიზაციის მუშაობას.  თვისებრივი კვლევა არის დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროგრამის, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიის ნაწილი. ...

12 მარტს საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც ყოფილი ქმარი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. კაცი, რომელიც ოჯახში ძალადობისა და მუქარის მუხლით სამჯერ უკვე იყო ნასამართლევი, ციხის დატოვების შემდეგ, ქალის სახლში ყოვედღიურად მიდიოდა, მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლებას ცდილობდა, შეურაცხყოფას ...

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე აჭარაში (ბათუმში). სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით); ძირითადი ფუნქციები: ბენეფიციარების პირველადიკონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe You-ს აპლიკაციის მეშვეობით, პირისპირ); ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოება; სამართლებრივი ...

წელს თბილისის საკლუბო სცენა და ფესტივალები გაერთიანდნენ და ერთობლივად უჭერენ მხარს ქალების მოთხოვნას სქესობრივი დანაშაულის რეფორმის შესახებ. თბილისის გასართობი სივრცეებისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქალთა უფლებების დაცვა. მარტის თვე ყოველწლიურად ქალების გაძლიერებას ეძღვნება და კლუბებმა, საფართან ერთად, ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ორბელიანის სასახლეში ღონისძიება გამართა და ქალ უფლებადამცველებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ზურაბიშვილმა 5 უფლებადამცველი ღირსების მედლით დააჯილდოვა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც დგანან ქალები საქართველოში.  პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ...

2022 წლის მაისში პოლონეთში, ქალაქ ლოძში მცხოვრებმა როზეტა ყალიჩავამ საფარის იურისტს, თამარ ლუკავას დახმარებისთვის მიმართა. ქალზე მისი ქმარი მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. საფარმა საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა, მათ შორის შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ...

დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებისა და ხელშეწყობისათვის, ორგანიზაცია ...