„საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ეკატერინე გოგოლიშვილის ინტერესებს. ეკატერინე გოგოლიშვილმა სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა, მოსარჩელის სასარგებლოდ ზემოთხსენებულ უწყებებს, მორალური ზიანის სახით, სოლიდარულად დაკისრებოდათ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება; ასევე, ...
რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები საქართველოში დღეს? უფლებადამცველი ოლღა კალინა საუბრობს საკუთარი თავისა და საქმიანობის შესახებ. ავტორი ხატია ნიქაბაძე. ...
ავტორი: გიორგი ურჩუხიშვილი სავალდებულო კვოტირების კანონის მიღებას ვნებათაღელვა მოჰყვა: წავიდა დატოლებები, ვინ უფრო ქალების მხარეს არის, ვინ უფრო ფემინისტია და „აღმატებული“, „ჭკვიანი“, „პოლიტკორექტული“, „ქვიარაქტივისტი“, „პატრიოტი“, „არაკომუნისტი“, „არახალხისმტერი“. გაცოცხლდა არგუმენტი: „კვოტირება – ეს ხომ ხელოვნური ჩარევაა?!“. თითქოს მთელი საზოგადოება, პოლიტიკა, კულტურა ...
ავტორი ნათია ჩიქოვანი რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთი ქართული მაღაზიის Facebook გვერდზე ზღვის სეზონის თემატიკის ფოტოების კომენტარებში ქართველ მოდელებს აბულინგებდნენ. იქ რა ზიზღი, სისასტიკე და ჩაგვრაც ტრიალებდა, იშვიათად წამიკითხავს ქალის მიმართ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთი შთამბეჭდავი ქეისი ნამდვილად იყო… მერე ამ ...
– კაცია საჭესთან, ხო? კაცი და მანქანა არ გამიგია მე! – გოგოები დგანან ბირჟაზე და წესიერად გაიარე! – ერთი ეს ბიჭი ჩამაბარებინა პატრონისთვის და მერე დავისვენებ! – ღამე რომელი წესიერი ბიჭი გინახავს გარეთ? – ყველა გოგო ნუ მოგყავს სახლთან, გიყურებენ ...
თავდაპირველად, მხატვარი ჟაკლინ სეკორი (Jacqueline Secor) აუდიტორიისთვის თავისი სერიის „ბუნების მრავალფეროვნება“ ჩვენებას არ აპირებდა. მან ვაგინების (ანატომიურად უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ ვულვების) გამოსახულებები იმისთვის შექმნა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემას – საკუთარი სხეულის მიუღებლობას (დისმორფოფობიური აშლილობა) გამკლავებოდა. ჟაკლინი გვიზიარებს, თუ ...
აპრილში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის კათედრის პროფესორის სარა გილბერტის (Sarah Gilbert) სამმა შვილმა, 21 წლის ტყუპებმა, რომლებიც ბიოქიმიას შეისწავლიან, გადაწყვიტეს, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაში მიეღოთ მონაწილეობა. 58 წლის სარა გილბერტი ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობს. იგი მუშაობაში დღეს და ღამეს ასწორებს, ...
კოალიციის წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრის, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძალადობრივი მონაწილეობის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და მოქალაქის მიმართ გამოყენების მცდელობის ფაქტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ დეპუტატის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას. ...
ავტორი: ნინა სოკოლოვა ნება მომეცით, დავიწყო აღიარებით: «მე არ მინდა, ვიყო ფემინისტი!» დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ… #MeToo მოძრაობის ფენომენალური ზემოქმედების შედეგად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ თავს უწოდებს ფემინისტს, მიუხედევად ამისა, «მე არ მინდა, ვიყო ფემინისტი». ...
ავტორი: გიორგი ურჩუხიშვილი სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება გენდერულად უთანასწოროა. კვლევაში „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში[1]“, ვკითხულობთ, რომ საოჯახო საქმე გენდერულად განპირობებულია. სახლს ძირითადად ქალები ალაგებენ, ზრუნავენ ბავშვებზე, კაცები კი ამას არ აკეთებენ. გარდა ამისა, მრავალ შემთხვევაში ქმრები ძალადობენ ...
15 ივლისს, თამთა თოდაძის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა ჩატარდა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე – ისანი-სამგორის სამმართველოს XI განყოფილების უფროსი და შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. მითითებული მოწმეები თოდაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შემდგომ, ...
ანგარიში „საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის შესრულება 2020 წლისთვის“ მომზადებულია პროექტის „საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწეული პროგრესის შეფასება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების ...
ინგრიდ ვან ენგელსჰოვენმა (Ingrid van Engelshoven), ნიდერლანდების სამეფოს განათლების, კულტურისა და მეცნიერების მინისტრმა, განაცხადა, რომ ქვეყნის მოქალაქეების აიდი ბარათებში სქესის აღმნიშვნელი გრაფა გაქრება. მინისტრის თქმით, ეს მონაცემები პირადობის დოკუმენტებში სრულიად უსარგებლოა. პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში, იგი აღნიშნავს, რომ 2024-2025 წლებიდან, “სქესის” ...
2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა “საფარის” ბენეფიციარის სარჩელი, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის და განქორწინების შესახებ. მოცემული საქმე საინტერესო და სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ მხედველობაში მიიღო ...
კვლევის თანახმად, ჯგუფური გაუპატიურება ყველაზე ხშირად იმ სიტუაციაში ხდება, როდესაც ძლიერ ლიდერს მიმდევრების ქცევაზე გავლენა აქვს. მკვლევარებმა ბირმინგემის, ლანკასტერისა და გლოსტერშირის უნივერსიტეტებიდან დაადგინეს, რომ გაუპატიურების რამდენიმე დანაშაულში მონაწილე კრიმინალების მენტალობის საკვანძო დახასიათება „ლიდერის უპირობო მიმდევრობაა“. კვლევის დროს, შესწავლილ იქნა ჯგუფური ...
















