14 სექტემბერს, საფარის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკა. კონფერენციის მიზანი იმ სამართლებრივი ხარვეზებისა თუ პრაქტიკული ბარიერების განხილვა იყო, რასაც სქესობრივი დანაშაულებების გამოძიებისას ვაწყდებით. საკითხი თავიანთი პერსპექტივიდან შეაფასეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ...
“საფარს” ახალი რეგიონული იურისტი ჰყავს – დიმიტრი ჩხიტუნიძე სამცხე-ჯავახეთში იმუშავებს და რეგიონში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს ადგილზე გაუწევს ყველა სახის სამართლებრივ მომსახურებას. 30-31 მარტს ჩატარდა გაცნობითი შეხვედრები ახალციხეში, სადაც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიასა და აქტივისტებს გავაცანით ...
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. ავტოსტოპის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ტრაილერის მძღოლს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დაზარალებული ქალის ინტერესებს “საფარის” იურისტი, თამარ ლუკავა იცავს. შემთხვევა 2020 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი გურიიდან თბილისში ავტოსტოპით მიდიოდა. გზაში მას ტრაილერმა გაუჩერა და ...
საქმის გახმაურებიდან რამდენიმე საათში, თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო გაუპატიურების მსხვერპლი ქალი. შესაბამისი დადგენილების ჩაბარების შემდეგ “საფარს” შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქმის მასალებს და უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაეროს გამოძიების პროცესში. დაზარალებული ქალის ინტერესებს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ორგანიზაციის იურისტი, თამარ ლუკავა ...
თბილისის საქალაქო სასამართომ 70 წლის კაცს გარყვნილი ქმედებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემთხვევა 2020 წელს მოხდა. დაზარალებულია არასრულწლოვანი, რომლის ინტერესებსაც ორი წლის განმავლოაბში „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა. მომხდარი ინციდენტის დროს იგი 9 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, რომელიც ...
დღეს, 25 თებერვალს „საფარმა“ კიდევ ერთი საქმე მოიგო – თბილსის სააპელაციო სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა კაცს, რომელსაც მეზობელი ქალის გაუპატიურების მცდელობა დაუმტკიცდა. შემთხვევა 2020 წლის აგვისტოში მოხდა. თითქმის 9 თვიანი განხილვის შემდეგ, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების მცდელოაბში ბრალდებულ კაცს მუხლი ...