“საფარის” საჩივრის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა. ქალი ორგანიზაციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა მიმდინარე წლის 8 აპრილს მოხდა. პოლიციის გამოძახების შემდეგ, კაცი ადგილზე დააკავეს და ...
დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიში, კოალიცია თანასწორობისთვის ...
საქმის გახმაურებიდან რამდენიმე საათში, თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო გაუპატიურების მსხვერპლი ქალი. შესაბამისი დადგენილების ჩაბარების შემდეგ “საფარს” შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქმის მასალებს და უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაეროს გამოძიების პროცესში. დაზარალებული ქალის ინტერესებს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ორგანიზაციის იურისტი, თამარ ლუკავა ...
4-5 აპრილს საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიურმა ცენტრმა “თანადგომამ” “საფარის” თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სექსუალური განათლების შესახებ. კონკრეტულად, “თანადგომამ” გაგვიზიარა ცონდა და გამოცდილება ამ საკითხებზე მუშაობის, მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის, ბენეფიციარებთან შესაბამისი ინფორმაციის სწორი აქცენტებით მიტანის შესახებ. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია ...
30 მარტს „საფარმა“ უმასპინძლა პარტნიორი ორგანიზაციის, KVINFO-ს წარმომადგენლებს. ეს არის დანიის გენდერისა და თანასწოორბის კვლევის ცენტრი, რომელთან ერთადაც სულ მალე ახალ პროექტს დავიწყებთ. შევხედრაზე სტუმრებს გავაცანით ორგანიზაციის საქმიანობა, სერვისები, შესაძლებლობები დ აგამოწვევები, ასევე, ვისაუბრეთ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. KVINFO-ს მხარდაჭერით „საფარი“, ...
“საფარი” აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. ანაზღაურება: დარიცხული 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოვალეობები: საფარის მიმდინარე პროექტის გაცნობა და ჩართულობა; პროექტით/პროექტებით გაწერილი აქტოვობების დაგეგმვა, განხორიციელება-ორგანიზება, მონიტორინგი; დონორთან და პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაცია-კომუნიკაცია; ...
თბილისის საქალაქო სასამართომ 70 წლის კაცს გარყვნილი ქმედებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემთხვევა 2020 წელს მოხდა. დაზარალებულია არასრულწლოვანი, რომლის ინტერესებსაც ორი წლის განმავლოაბში „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა. მომხდარი ინციდენტის დროს იგი 9 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, რომელიც ...
„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 700 ევროს ექვივალენტი ლარში. ძირითადი ფუნქციები: კონსულტაციის გაწევა და აღრიცხვა; საქმის წარმოება; სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაცულ ორგანოში; მედიასთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში; საფარის ...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს, დღეს უკრაინა და მთელი ევროპა რუსეთის აგრესიით და პუტინის მიერ ...
25-28 თებერვალს „საფარის“ გუნდმა დონაციის კამპანიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ინიციატივის მიხედვით, ორგანიზაცია საკუთარ ბენეფიციარებს დასახმარებლად ქრაუდფანდინგის – სახალხო დაფინანსების მექანიზმსაც გამოიყენებს. კამპანიის ფარგლებში შეგროვებული თანხა მოხმარდება მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას – ფსიქოლოგიურ მომსახურებას, ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას, განათლებისა ...
“საფარი” ქალთა ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს ქვეყნის მასშტაბით გაზარდოს ქალთა უფლებებზე ცოდნა. ამისათვის მან დაარსა ორენოვანი ფეისბუქ პლათფორმები “ფანჯარა” და “განძი”. Pəncərə/ფანჯარა არის ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმა, რომლის მიზანია ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის მოქალაქეების უკეთესი ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოაგდოებაში. ამ პლატფორმაზე თემის წევრი ახალგაზრდები ...
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 28 წლის კაცი ყოფილ ცოლზე ადევნებისთვის დამნაშავედ ცნო სხვა დანაშაულებთან ერთობლიობით, 1 წლით თვაისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის გამოძიებისას დადგინდა, რომ კაცი ყოფილ ცოლს რამდენიმე კვირის განმავლობაში ხვდებოდა სახლთან და სამსახურთან, მუდმივად ეკონტაქტებოდა ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით, ...
2021 წელი საფარისთვის დიდი ცვლილებების წელი იყო. ორგანიზაცია მნიშვნელოვად გაიზარდა და დღეს უფრო მეტი რესურსით მუშაობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაძლიერება, გენდერული სტერეოტიპების შედეგებთან ბრძოლაში თანადგომა, ფემინიზმისა და ქალთა უფლებების შესახებ არსებული თანამედროვე ცოდნის მიღება ესაჭიროება. ჩვენ კვლავ თქვენ გვერდით ვართ ...
„საფარი“ აცხადებს ორ ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ქუთაისსა და მარნეულში. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში. ძირითადი ფუნქციები: – ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და ...
ქართველი უფლებადამცველების საჭიროებების კვლევა, ინფოგრაფიკა, საფარი, 2021 ...