როგორც პარლამენტის წევრების მოხსენებაშია ნათქვამი, ქვეყანაში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ზარები ნაციონალურ ცხელ ხაზზე 49%-ით გაიზარდა, ხოლო მკვლელობათა რიცხვი იზოლაციის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გაორმაგდა. მოხსენებაში, ასევე, არის მოწოდება, შემუშავდეს ძალადობის პანდემიის დროს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სამთავრობო სტრატეგია. პარლამენტის წევრები ასევე აცხადებენ, ...

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა გერმანიაში ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რიცხვის მატება გამოიწვია. ამის შესახებ საუბრობს ოჯახის, ქალთა და ახალგაზრდონის საქმეთა მინისტრი ფრანცისკა გიფაი (Franziska Giffey). სამინისტროს მონაცემებით, ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებული ზარები გერმანიაში ქალთა მიმართ ძალადობის ცხელ ხაზზე 17,5%-ით გაიზარდა ...

ნატურალური კოსმეტიკის ონლაინ მაღაზიის საფარველქვეშ, პოლონელმა სკოლის მოსწავლემ კრისტინა პაშკომ (Krystyna Paszko) კარანტინის დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებელი პროექტი განახორციელა. პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსხვერპლმა აგრესორისგან მალულად მიმართოს დახმარებისთვის შესაბამის ორგანოებს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი “მაღაზიის” ფეისბუქ გვერდს ...

რიანას საქველმოქმედო ფონდმა Clara Lionel Foundation, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებისა და საგანგებო მდგომარეობაში დახმარებების მიმართულებით მუშაობს, 4,2$ მილიონიანი გრანტის შექმნა დააანონსა, ოჯახში ძალადობის ლოს-ანჯელესელ მსხვერპლთა დასახმარებლად. გრანტის ნაწილს ტვიტერის დამაარსებელი ჯეკ დორსი გაიღებს. მანდატ Safer at home-ის შემოღების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ...

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მომხდარ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად. ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ...

იმ დღეს, როდესაც საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა ქვეყნის 15-დღიანი იძულებითი გაჩერების შესახებ გამოაცხადა, იქვე გაჩნდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა პოტენციური ზრდის საფრთხე: ამის მაგალითი ჩინეთში უკვე გვახსოვს. “შექმნილი კრიზისმა და კარანტინმა, სამწუხაროდ, შესაძლოა, ოჯახში ძალადობას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნას. ოჯახში ძალადობის მსხვერპლ და ...

საფარი იცავს მსხვერპლი ქალი ნ. ჩ.-ს და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს. წლების მანძილზე, მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. მსხვერპლმა საფარს დახმარებისავის მას შემდეგ მიმართა, რაც ქუთაისის პოლიციის მიერ ვერ მოხდა მასზე და მის შვილზე ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლების წინაშე ...

გუშინ, 28 ნოემბერს, “საფარის” გუნდი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოსა და სოფელ თულარს ესტუმრა. საფარის ადვოკატი ელისო რუხაძე ადგილობრივ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს ოჯახში ძალადობასა და ქონებრივ უფლებებზე ესაუბრა, ამავე საკითხებზე “საფარის” მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურებიც მიაწოდა. ელისო რუხაძე: “აუდიტორიასთან შეხვედრის შედეგად, ...

21 წლის აიშან ბაშიროვა ქმრის ოჯახისაგან ეკონომიკური  და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. „ყოფილი ქმარი ქორწილში გავიცანი. საერთო ნათესავები გვყავს და ერთ-ერთმა მითხრა, ბიჭს მოსწონხარ, შენთან ოჯახის შექმნა უნდაო. მამაჩემთანაც შეაქო იმ ქალმა ბიჭი (დედა გარდაცვლილი მყავს და ჩემთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ...

ახალი წლის ბედნიერი საღამო ნანა გოგალაძისთვის და მისი ბავშვებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ეჭვიანობის ნიადაგზე, პარტნიორი ნანას იმ ზომამდე დაუპირისპირდა, რომ მისი მოხრჩობა სცადა. ნანამ უკანასკნელი მობილიზაცია გაუკეთა ფიზიკურ ძალებს და მოძალადის გაუვნებელყოფა მხოლოდ მისი სამზარეულოს დანით დაჭრის გზით მოახერხა. დღემდე, ...

მ. პ.-ზე ქმარი პერმანენტულად ძალადობდა. პოლიციას რამდენჯერაც მიმართა, ქმრის მუქარის ქვეშ იმდენჯერ იმის უარყოფა მოუხდა, რომ მისგან იყო ნაცემი. საბოლოოდ, მოძალადემ შესანიშნავ გამოსავალს მიაგნო – ყველა მისი ძალადობრივი ქმედება დაუსჯელი რჩებოდა, რადგან, მ. პ.-ს, მისი მუქარის ქვეშ მიცემული ცრუ ჩვენებების ...

გუშინ, 9 ოქტომბერს, თითქმის  2-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, პროკურატურამ დააკმაყოფილა “საფარის“ მოთხოვნა, ნანა გოგალაძის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაზარალებულად ცნობის თაობაზე. „საფარი“ ნანა გოგალაძის ინტერესებს 2018 წლის 6 თებერვლიდან იცავს. მოძალადე კ. შ-მ, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, ნანა გოგალაძეს მიაყენა  სიტყვიერი ...

გუშინ, 2 ოქტომბერს, „საფარის“ წარმოებაში არსებული კიდევ ერთი გახმაურებული საქმე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის ბენეფიციარს, დაზარალებულ მარიამ ჯუღელს, 2019 წლის 19 ივნისს, სრულიად შემთხვევით გარემოებაში (შესვენებაზე სამსახურიდან გამოსული ოჯახში ძალადობის სცენას შეესწრო და მსხვერპლს გამოექომაგა), მოძალადე თავს დაესხა და სახის ...

ხვალ, 3 მაისს, 10.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძალადობის შემთხვევაზე – თეკო მიქაძის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 26 აპრილს მოქალაქე თეკო მიქაძემ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ...