2020 წლის ივნისში და დეკემბერში 13 წლის გოგო მასზე 10 წლით უფროსმა მამაკაცმა გააუპატიურა. დეკემბერში საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დამნაშავე პასუხისგებაში არ მიცემულა. 2021 წლის 9 თებერვალს 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვნეს. სამართალდამცავებმა მამაკაცი მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ დააკავეს.[1] გოგონას ...
ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. რამდენიმე დღის წინ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რაები ჰქონდა მას გადატანილი, რომ იცოდეთ, სიტყვასაც ვეღარ დაძრავთ, ეს როგორ ჩაიდინაო. ის ორჯერ გააუპატიურა 23 წლის ბიჭმა, იმ დაიმედებით, ...
ქალი, რომელმაც UFC-ის (შერეული ორთაბრძოლების (MMA) მთავარი ორგანიზაცია (UFC – აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი (Conor McGregor) 2018 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ახლა უკვე სასამართლოში ჩივის. აქამდე, ირლანდიურმა პოლიციამ და პროკურატურამ სპორტსმენის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი განაცხადეს, ...
უფლებადამცველი ჯგუფების დიდი ძალისხმევა პაკისტანში გამარჯვებით დასრულდა: ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ ე. წ. “ორი თითის ტესტი” (two-finger virginity test) აკრძალა, რომლის მეშვეობითაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ქალწულობას უმოწმებდნენ. ქალაქ ლაჰორის (Lahore) უმაღლესმა სასამართლომ ამგვარი პრაქტიკა არაკანონიერად და არაკონსტიტუციურად ცნო. ასევე, ქალწულობის შემოწმების ...
ერთი შეხედვით, სექსზე თანხმობის იდეა ძალზე მარტივი ჩანს: პარტნიორებს სქესობრივი კავშირი კეთილი ნებით და თავიანთი სურვილის მიხედვით უნდა ჰქონდეთ, თუმცა, რეალობა ხშირად თავს იმით გვახსენებს, რომ ეს თეორიული ცოდნა საკმარისი არაა. ხშირად, კლუბში შეყვარებულთან წასული გოგონა ვერავის უმტკიცებს, რომ არაფხიზელ ...
დიდ ბრიტანეთში, სამეფო საპროკურორო სამსახური პროკურორებს ინფორმაციას დაუგზავნის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული მითებისა და სტერეოტიპების მიმოხილვით. ეს მას შემდეგ გაკეთდა, რაც სექსუალური ძალადობის საქმეებში საბრალდებო განაჩენების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. სამეფო საპროკურორო სამსახური კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა იმის გამო, რომ ...
დანია მე-10 ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ინტიმური ურთიერთობები მკაფიოდ არტიკულირებული თანხმობის გარეშე კანონის მიერ აღქმული იქნება, როგორც გაუპატიურება. სკანდინავიური სამეფოს მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში ჩასწორება შეიტანა, რასაც მმართველ კოალიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მისცა ხმა. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების ამ ნაბიჯს ისტორიულ ...
გოგონას სახელი აბორტის წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტებმა გაასაჯაროეს, რადგან მისთვის ორსულობის შეწყვეტაში ხელის შეშლას აპირებდნენ. აბორტის მოწინააღმდეგეები იმ საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ, სადაც გოგონასთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. გაუპატიურების შემდეგ დაორსულებულ 10 წლის გოგონაზე სავარაუდო მოძალადე პოლიციამ უკვე დააპატიმრა. ამ ამბავმა ბრაზილიაში საყოველთაო რისხვა ...
რამდენიმე წლის წინ გამოვიარე ის ჯოჯოხეთი, რასაც გაუპატიურება ჰქვია. თბილისი ჩემთვის მშობლიური ადგილი არ ყოფილა, აქ ყოველთვის დისკომფორტს ვგრძნობდი. აქ სასწავლებლად ვიყავი ჩამოსული, როდესაც ეს ამბავი მოხდა. 90-იანი წლების ბოლო იყო, ზამთარი, ადრე ღამდებოდა და გარე განათებაც ცუდად მუშაობდა. ერთ-ერთ ...
15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა. როგორც ყველა შეყვარებული, მიწას ფეხს არ ვაკარებდი, დავფრინავდი, უბედნიერესი ვიყავი. ჩემი სიყვარულის ობიექტმა, რომელიც ჩემზე 11 წლით უფროსი იყო, ამის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მე იგი მაინც უსაზღვროდ მიყვარდა. ეს ამბავი ჩემს დაქალს გავუმხილე. ...
ინდოეთის დედაქალაქ დელიში სიკვდილით დასაჯეს ოთხი კაცი, რომლებმაც 2012 წლის დეკემბერში დელის ავტობუსში ჯერ ჯგუფურად გააუპატიურეს, შემდეგ რკინის ჯოხით მხეცურად სცემეს და მოძრავი ავტობუსიდან გადააგდეს 23 წლის სტუდენტი გოგონა. პოლიციის მონაცემებით, გოგონას თითქმის ერთი საათი აუპატიურებდნენ. სტუდენტი ავტობუსში მეგობარ ბიჭთან ...
ნიუ-იორკის უმაღლესმა სასამართლომ ჰოლივუდის კინოპროდიუსერს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული სასამართლოში ხელბორკილებითა და შშმპ ეტლით გამოცხადდა – მარტის დასაწყისში მან გულის სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. “ბრალდების პირველი პუნქტით, თქვენ მოგესაჯათ 20 წლით თავისუფების აღკვეთა, ხოლო მეორეთი – 3 წლით”, – განაცხადა ...
წიგნის გამომცემლობამ Hachette Book Group (HBG) უარი განაცხადა ვუდი ალენის (Woody Allen) მემუარების Apropos of Nothing („არაფრის შესახებ“) გამოქვეყნებაზე. მემუარები გაყიდვაში აპრილის დასაწყისში უნდა ჩაშვებულიყო. გამომცემლობამ, რომელსაც წიგნის გამოცემის უფლება შეძენილი ჰქონდა, გადაწყვიტა, ავტორისთვის ეს უფლება უკან დაებრუნებინა. დასახელებული მემუარების ...
მანჰეტენის ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ, ჰარვი ვაინშტაინი მირიამ ჰეილის (Miriam Haley) მიმართ 2006 წელს სექსუალური ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში დამნაშავედ ცნო. გარდა ამისა, მას მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუმტკიცდა. ...