14 სექტემბერს, საფარის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკა. კონფერენციის მიზანი იმ სამართლებრივი ხარვეზებისა თუ პრაქტიკული ბარიერების განხილვა იყო, რასაც სქესობრივი დანაშაულებების გამოძიებისას ვაწყდებით. საკითხი თავიანთი პერსპექტივიდან შეაფასეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ...
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად შესაძლო არჩევას. აღნიშნული პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას. გამჭვირვალე კონკურსისა და ინკლუზიური ჩართულობის ...
22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ...
საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ...
ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ ...
სამშენებლ-სარემონტო კომპანია “ფაქტორი გრუპის” დირექტორი თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა. ამის შესახებ დასკვნა სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ქალის ინტერესებს “საფარი” იცავს. ქალის განცხადების მიხედვით, იგი “ფაქტორი გრუპში” 2021 წლის მარტიდან იყო დასაქმებული. მისი თქმით, სამსახურის დაწყებისთანავე დირექტორის მხირდან ...
CD Company-ს ხელმძღვანელი კაცი, თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა, “რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა მტრული, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო”. ეს დასკვნა სახალხო დამცველმა “საფარის” მიმართვის შემდეგ გამოიტანა და კომპანიას მოუწოდა, შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდაორგანიზაციული დოკუმენტი. ...
სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა, რომელშიც საუბარია „საფარის“ გახმაურებულ საქმეზე ადვოკატი ლ. ჯ.-ის მხრიდან ნინო გოდერძიშვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ. კავშირ საფარს დახმარებისათვის ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ნინო გოდერძიშვილმა მიმართა. ნინოს განმარტებით, მას მოქმედი ადვოკატი ლ. ჯ. სექსუალურად ავიწროებდა; ნ. გოდერძიშვილმა ...
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული მორიგი თავდასხმის გამო. სამწუხაროდ, როგორც ქართული ოცნების წევრების, ასევე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო ...
2020 წლის 20 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე, ზოგადი წინადადებით მიმართა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს. ზოგადი წინადადების გამოცემის საფუძველი გახდა შალვა ნათელაშვილის მიერ 2020 წლის 13 მაისს ფეისბუკის გვერდზე ...
2020 წლის 29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს – ნ. ბ.-ს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საქმე ეხება კონკრეტულ შემთხვევას, ...
2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, „საფარმა“ განცხადება წარადგინა. „საფარი“ აცხადებდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზას გაანალიზების გარეშე გასცემდა, რაც 10 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ ...
2020 წლის მარტის თვეში, “საფარს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ იგი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კარანტინში ყოფნის დროს, გახდა ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. “საფარმა” ბენეფიციარს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია, მას დაეხმარა საჩივრის მომზადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს წარედგინა, ...
წინამდებარე ქვეყნის შეფასება წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ კვლევას. ...
ქალთა მოძრაობა მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარიას შერჩევას. ნინო შესაფერისი კანდიდატია აღნიშნული პოზიციისთვის არა მხოლოდ მისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გამო, არამედ საქმეში გამოვლენილი პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის გამოც, რაც ასე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველისთვის. აღსანიშნავია, რომ ნინო ლომჯარია ...