რიანას საქველმოქმედო ფონდმა Clara Lionel Foundation, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებისა და საგანგებო მდგომარეობაში დახმარებების მიმართულებით მუშაობს, 4,2$ მილიონიანი გრანტის შექმნა დააანონსა, ოჯახში ძალადობის ლოს-ანჯელესელ მსხვერპლთა დასახმარებლად. გრანტის ნაწილს ტვიტერის დამაარსებელი ჯეკ დორსი გაიღებს. მანდატ Safer at home-ის შემოღების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ...

როგორც მოგეხსენებათ, საფარი კვლავ განაგრძობს თქვენი შემოწირულობების მობილიზაციის წყალობით რეგიონებში გასვლებს და მცირეშემოსავლიანი ოჯახების აუცილებელი პროდუქტებით მომარაგებას. მარნეულის კვალდაკვალ, საქველმოქმედო აქციამ ამჯერად საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ მცირეშემოსავლიან ოჯახებს მიაკითხა. ტრადიციულად, ოჯახებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდათ. ჯამში ...

დღეს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულენოვან პლატფორმა “ფანჯარაზე”, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ქართული ენის მნიშვნელოვნებაზე საუბრობენ. ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, და რომ მათ ქართული ენა მშობლიური ენასავით უყვართ. „ქართული ენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ენა, ჩემი ...

აშშ-ის სამედიცინო ასოციაციის მიერ შემუშავებული პრინციპები მედიკოსებს ავალდებულებს, „პაციენტს გაუწიონ კომპეტენტური სამედიცინო მომსახურება და გულისხმიერებითა და პატივისცემით მოეპყრან ადამიანის ღირსებას და უფლებებს. თუმცაღა, აღმოჩნდა, რომ სამედიცინო საბჭოები, ყველაზე ხშირად, პრაქტიკოსი ექიმების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ მსჯელობენ. ამერიკის სამედიცინო ...

ახალი ზელანდია, რომელსაც სათავეში ჯასინდა არდერნი (Jacinda Ardern) უდგას, ვირუსთან ბრძოლის საქმეში მსოფლიო ლიდერია. რა საერთო აქვს გერმანიას, ტაივანსა და ახალ ზელანდიას? – ყველა მათგანს ქალი ლიდერი ჰყავს, და ისინი ყველანი კორონავირუსთან ბრძოლაში უმძიმეს სამუშაოს სწევენ. ცაი ინ ვენი (Tsai ...

რამდენიმე წლის წინ გამოვიარე ის ჯოჯოხეთი, რასაც გაუპატიურება ჰქვია. თბილისი ჩემთვის მშობლიური ადგილი არ ყოფილა, აქ ყოველთვის დისკომფორტს ვგრძნობდი. აქ სასწავლებლად ვიყავი ჩამოსული, როდესაც ეს ამბავი მოხდა. 90-იანი წლების ბოლო იყო, ზამთარი, ადრე ღამდებოდა და გარე განათებაც ცუდად მუშაობდა. ერთ-ერთ ...

როდესაც მარტის დასაწყისში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დაწესდა, გრეის ვაინშტაინმა რაღაც უცნაური შეამჩნია. 48 საათის მანძილზე, მას სამი ადამიანი დაუკავშირდა, რადგან მათ შფოთვისა და პანიკის შეტევები ჰქონდათ. ვაინშტაინს შფოთვასა და დეპრესიას დამატებული პანიკური აშლილობების დიაგნოზი აქვს, ამიტომაც, მეგობრებისთვის, რომლებსაც თავს მოულოდნელი ...

იაკობ ლიცმანი (Yaakov Litzman), ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორისაა. წინა თვეში, მან განაცხადა, რომ კორონას ეპიდემია სხვა არაფერი იყო, თუ არა ჰომოსექსუალობის გამო ღმერთის მიერ ადამიანებისთვის მოვლენილი სასჯელი. The Times of Israel-ის თანახმად, ღვთისმსახურებებზე დასწრებით, 71 წლის ლიცმანი თავისივე ...

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას  მიერ 5 აპრილს, საავტორო გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებას. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებაში გენეტიკური ფაქტორის კვლევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე კომენტირებისას გადაცემის წამყვანმა არმენოფობიური შინაარსის  შეფასება გააკეთა. სიუჟეტი შეეხებოდა ჰაპლოჯგუფებთან ...

საფარის მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქცია გრძელდება. როგორც უკვე გატყობინებდით, აქციის მეორე ეტაპზე, 2 აპრილს, დაგროვილი თანხით მარნეულში დახმარება კიდევ 30-მა ოჯახმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ თქვენი შემოწირულობების წყალობით, თითოეულმა ოჯახმა დაახლოებით 85-90 ლარის ღირებულების პროდუქტის დახმარება მიიღო. დასახელებული აქციის ფარგლებში, მარნეულში ...

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ საფარის ყოფილი თანამშრომელი, იურისტი და ქვიარ აქტივისტი მარი კურტანიძე ერთ-ერთი იქნება 30 მომხსენებელს შორის, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ახალი საქმიანობა და კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს ევროპის საბჭოში მარი, ამას ...

უკვე რამდენიმე დღეა, რაც საფარმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც, მარნეულში კარანტინის შემოღების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მარტოხელა პენსიონერ ქალებს, მატოხელა დედებს, ხელმოკლე მრავალშვილიან ოჯახებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდათ. პირველ ჯერზე, შემოსული 2070 ლარით 30 ოჯახს დავეხმარეთ. ...

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მომხდარ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად. ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ...

რას ვგრძნობთ პანდემიის დროს? მწუხარებას. თუ ამას ვიტყვით, გავუმკლავდებით კიდეც. დასახმარებლად დევიდ კესლერს (David Kessler) მივმართეთ, რომელიც მსოფლიოში მწუხარების მთავარი ექსპერტია. მან ელიზაბეტ კუბლერ-როსთან (Elisabeth Kübler-Ross) ერთად წიგნიც დაწერა – „მწუხარების არსის განსაზღვრა დანაკარგის ხუთი სტადიის მეშვეობით“. მისი ახალი წიგნი ...