6 ივლისს საფარმა მარნეულში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის ერთი ნაწილი გენდერული ნიშნით ჩადენილ ონლაინ ძალადობასა და ადრეულ ქორწინებაზე საუბარს დაეთმო. ამავე შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისწავლეს სხვადასხვა სოციალური მედია არხებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნა და მომავალში შეძლებენ საფარის ორენოვანი ახალგაზრდული პლატფორმისთვის – ფანჯარა მოამზადონ ...

საფარმა, 28 ივნისსა და 5 ივლისს ახალციხესა და ახალქალაქში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის პირველი ნაწილი კიბერუსაფრთხოების, ონლაინ სივრცეში გენდერული ძალადობისა და ადრეული/იძულებითი ქორწინების თემებს დაეთმო. შეხვედრის მეორე ნაწილის ფარგლებში, კი ახალგაზრდებმა ისწავლეს სხვადასხვა სოციალური მედია არხებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნა. ტრენინგის მონაწილეებს ...

„საფარი“  აცხადებს კონკურსს ტრენინგში მონაწილეობაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოღვაწე ორანიზაციებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა, ქალთა და ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგი არის ერთდღიანი და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადვოკატირება – ლობირება ფონდების მოძიება პროექტების მართვა. სამომავლოდ „საფარი“ პროექტში მონაწილე ორგანიზაციებისათვის  გამოაცხადებს საგრანტო კონკურსს ...

“საფარმა” ახალგაზრდული ფემინისტური მოძრაობის, “გოგონების ხმის” წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ორგანიზაციის იურისტები, ცირა ჯგერენაია და თამარ ლუკავა სკოლის მოსწავლეებს ქალზე ძალადობის ფორმებსა და მათ სამართლებრივ რეგულაციებზე ესაუბრნენ. იურისტები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე უხსნიდნენ გოგონებს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ფორმებს, მათზე ...

კიბერუსაფრთხოება, ქალთა უფლებადამცველების მიმართ კიბერძალადობის ფორმები, ციფრული კომუნიკაცია, ლგბტქ+ თემისა და შრომითი უფლებები, გენდერული სტერეოტიპები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც სამ ქართულ ორგანიზაციას ტრენინგები ჩაუტარდათ დანიაში, კოპენჰაგენში. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საფარის, ქალთა ფონდი საქართველოსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები. ...

„საფარი“ იწყებს აპლიკაციების მიღებას ტრენინგში მონაწილეობისთვის, რომელიც ქალებისა და გოგონების მიმართ კიბერძალადობის სხვადასხვა ფორმებს დაეთმობა. ტრენინგის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ისეთ თემებს როგორებიცაა: გენდერული ძალადობის ფორმები, კიბერძალადობის ფორმები და მისი გამოვლინება, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დაცვა, სტრესის მართვა, კიბერუსაფრთხოება – ...