2018 წლის 29 ოქტომბრიდან, „საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკა, ხატია და სალომე ბუხრაშვილების ინტერესებს. მსხვერპლებმა „საფარს“ მიმართეს, ვინაიდან გამოძიება მათი ინტერესების დასაცავად არაფერს აკეთებდა. მოძალადე ი. მაქაცარიამ განახორციელა რამდენიმე დანაშაული, კერძოდ ადევნება – „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, ...

მ. პ.-ზე ქმარი პერმანენტულად ძალადობდა. პოლიციას რამდენჯერაც მიმართა, ქმრის მუქარის ქვეშ იმდენჯერ იმის უარყოფა მოუხდა, რომ მისგან იყო ნაცემი. საბოლოოდ, მოძალადემ შესანიშნავ გამოსავალს მიაგნო – ყველა მისი ძალადობრივი ქმედება დაუსჯელი რჩებოდა, რადგან, მ. პ.-ს, მისი მუქარის ქვეშ მიცემული ცრუ ჩვენებების ...

გუშინ, 9 ოქტომბერს, თითქმის  2-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, პროკურატურამ დააკმაყოფილა “საფარის“ მოთხოვნა, ნანა გოგალაძის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაზარალებულად ცნობის თაობაზე. „საფარი“ ნანა გოგალაძის ინტერესებს 2018 წლის 6 თებერვლიდან იცავს. მოძალადე კ. შ-მ, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, ნანა გოგალაძეს მიაყენა  სიტყვიერი ...

გუშინ, 2 ოქტომბერს, „საფარის“ წარმოებაში არსებული კიდევ ერთი გახმაურებული საქმე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის ბენეფიციარს, დაზარალებულ მარიამ ჯუღელს, 2019 წლის 19 ივნისს, სრულიად შემთხვევით გარემოებაში (შესვენებაზე სამსახურიდან გამოსული ოჯახში ძალადობის სცენას შეესწრო და მსხვერპლს გამოექომაგა), მოძალადე თავს დაესხა და სახის ...