ბოლო 24 საათში შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამოცდილებაზე უკვე სამმა ქალმა ისაუბრა. ეს სექსუალური შევიწროების ისტორიები ჰგავს თათია სამხარაძის საქმეს, რომელზეც “საფარი” 2016 წლიდან მუშაობდა და რომელშიც დისკრიმინაცია ორი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა. შალვა რამიშვილი დასაქმებისა და კარიერული წინსვლის დაპირებით, ...
სამშენებლ-სარემონტო კომპანია “ფაქტორი გრუპის” დირექტორი თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა. ამის შესახებ დასკვნა სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ქალის ინტერესებს “საფარი” იცავს. ქალის განცხადების მიხედვით, იგი “ფაქტორი გრუპში” 2021 წლის მარტიდან იყო დასაქმებული. მისი თქმით, სამსახურის დაწყებისთანავე დირექტორის მხირდან ...
CD Company-ს ხელმძღვანელი კაცი, თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა, “რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა მტრული, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო”. ეს დასკვნა სახალხო დამცველმა “საფარის” მიმართვის შემდეგ გამოიტანა და კომპანიას მოუწოდა, შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდაორგანიზაციული დოკუმენტი. ...
ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, ამერიკული Activision Blizzard, დიდ სკანდალში გაეხვა. ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ვიდეოთამაშების სამყაროში არსებული ქალთა ექსპლუატაციისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის პრობლემები. კალიფორნიის შრომითი და საცხოვრისის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სარჩელი შეიტანა Activision Blizzard-ის წინააღმდეგ, სამუშაო ...
Ofsted-ის (დიდ ბრიტანეთში განათლების სტანდარტების მაკონტროლებელი ორგანო) კვლევის მიხედვით, ზოგიერთ გოგონას ერთ ღამეში 11-ამდე ბიჭი შეიძლება დაუკავშირდეს და შიშველი ფოტოების გადაგზავნა სთხოვოს. Ofsted-ის გამოკითხვაში მონაწილე გოგონების თქმით, თუ ისინი მსგავსი თხოვნის ავტორ ბიჭებს ამის გამო დაბლოკავენ, ეს უკანასკნელნი უბრალოდ ახალ ...
ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ნ. გ.-მ ადვოკატი ლ. ჯ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და საჯარო შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, დახმარებისათვის საფარს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მიმართა. ნ.-ს სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატი ლ. ჯ., რომელმაც სამართლებრივი კონსულტაცია ...
სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა, რომელშიც საუბარია „საფარის“ გახმაურებულ საქმეზე ადვოკატი ლ. ჯ.-ის მხრიდან ნინო გოდერძიშვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ. კავშირ საფარს დახმარებისათვის ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ნინო გოდერძიშვილმა მიმართა. ნინოს განმარტებით, მას მოქმედი ადვოკატი ლ. ჯ. სექსუალურად ავიწროებდა; ნ. გოდერძიშვილმა ...
ნინო გოდერძიშვილმა, თავისი მოქმედი ადვოკატის ლ. ჯ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების, ადევნების ფაქტებთან დაკავშირებით, დახმარებისათვის საფარს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მიმართა. ნინოს სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატი ლ. ჯ., რომელიც სამართლებრივი კონსულტაციისას კლიენტის სექსუალურ შევიწროებას ...
სტრასბურგში 22 წლის ქალზე თავდასხმის საქმეს იძიებენ: სამმა კაცმა მას შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა – ისინი ქალის კაბის სიგრძემ აღაშფოთა. ელიზაბეტი შინ მიდიოდა, როდესაც მას სამი კაცი მიუახლოვდა. ერთ-ერთმა წამოიძახა: “შეხედეთ ამ ბოზს კაბაში!”, შემდეგ ორმა კაცმა ქალი გააკავა, მესამემ ...
2020 წლის 29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს – ნ. ბ.-ს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საქმე ეხება კონკრეტულ შემთხვევას, ...
3 ივლისს, ბუნდესტაგმა აპსკერტინგი, ანუ ფოტო-და ვიდეოგადაღება კაბის ქვეშ, სისხლის სამართლის დანაშაულთა ნუსხას მიაკუთვნა. სასჯელი ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აპსკერტინგი (ინგლ. Upskirting – “ქვედაბოლოს აწევა“) – ასე ეწოდება კაბის ქვეშ შეჭყეტის მცდელობას საზოგადოებრივ ადგილებში. ქალებმა (ყველაზე ხშირად, ...
2020 წლის მარტის თვეში, “საფარს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ იგი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კარანტინში ყოფნის დროს, გახდა ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. “საფარმა” ბენეფიციარს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია, მას დაეხმარა საჩივრის მომზადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს წარედგინა, ...
სახელგანთქმული საოპერო მომღერალი ბოდიშს უხდის ყველა ქალს, რომელმაც მას სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. შეგახსენებთ, რომ არტისტის წინააღმდეგ ჟურნალისტური გამოძიება Associated Press-მა ჩაატარა 2019 წლის აგვისტოში, როცა უკვე 9 დაზარალებულმა აღიმაღლა ხმა. დღეს, სააგენტოს ინფორმაციით, 1990-იანი წლებიდან 2000-იანების ჩათვლით, დომინგოს მხრიდან ...