14 სექტემბერს, საფარის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკა. კონფერენციის მიზანი იმ სამართლებრივი ხარვეზებისა თუ პრაქტიკული ბარიერების განხილვა იყო, რასაც სქესობრივი დანაშაულებების გამოძიებისას ვაწყდებით. საკითხი თავიანთი პერსპექტივიდან შეაფასეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ...

მიმდინარე წლს 8 ივლისს, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს.  სავარაუდოდ მოძალადე არ ყოფილა მხოლოდ ერთი კაცი. შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოძალადეებმა მას წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ...

იმერეთში, შსს-ს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა. ეს რეგიონში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირველი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა აქამდე “საფარს” არ ჰქონია. საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორისაა, ადევნება და მუქარა. ქალმა, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელს არაერთ დანაშაულში ...

წერილის ავტორი ქალი 4 დღეში, 28 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს სხომას ელოდება. მის ყოფილ ქმარს ბრალი მუქარის მუხლით აქვს წარდგენილი. გასულ წელს, საქალაქო სასამართლომ კაცი გაამართლა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ ვერ წარმოიდგინა, განათლებული და კარიერულად რეალიზებული ქალი, რომელიც ...

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მიწოდებისას არსებული გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს (კვლევის დოკუმენტი) საფარი, 2020 ...

თბილისში დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 11 ადამიანი – საქართველოს, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები, რომლებიც არასრულწლოვანი ბავშვებით ვაჭრობდნენ და მათ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს და ვიდეოებს უღებდნენ. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ...

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება 2019 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებთან გამართული შეხვედრის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ორგანიზატორთა “მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია” და “ჯგუფს შეეთავაზა ...

ხვალ, 3 მაისს, 10.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძალადობის შემთხვევაზე – თეკო მიქაძის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 26 აპრილს მოქალაქე თეკო მიქაძემ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ...

შსს-ს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია 14 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.  გახარიას თქმით, 12 ივლისს მან მიიღო ბრძანება, რომლის თანახმადაც, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება, იგი შს სამინისტროს რიგებს ავტომატურად დატოვებს. ...

ელენე ბლაგოდარნაია იყო ძალადობის მსხვერპლი პოლიციის თანამშრომლის  ალეკო ჯინჭველაშვილის  მხრიდან. მოძალადისგან  თავის  დაღწევის  მიზნით, მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა, მათ ჯინჭველაშვილს მხოლოდ შემაკავებელი  ორდერი ამოუწერეს. ...

ხვალ, 10 ივლისს, 12:00-ზე, კავშირი “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია ელენე ბლაგოდარნაიას საქმესთან დაკავშირებით. ...

2017 წლის 1 ივნისიდან ქვეყნის რამდენიმე კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვის უფრო მეტ გარანტიებს ითვალისწინებს. დასახელებული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფომ გამოიჩინა საკანანონმდებლო ნება, უფრო მეტად დაეცვა ძალადობის მსხვერპლი ქალი და დამცავი მექანიზმები მხოლოდ ოჯახის სტატუსით არ განსაზღვრა. ...