დღეს, 14:00-ზე, კავშირი “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ერთი კვირის წინ, წერეთლის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პატრულისა და შსს-ს უმოქმედობასა და მკვლელობის დროს პატრულის თანამშრომლების არაადეკვატურ რეაქციას ეხება. ამა წლის 31 მაისს, წერეთლის გამზირზე, მოქმედმა პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ნაქირავებ ბინაში ...

როგორც გატყობინებდით, 26 აპრილს, ექიმი ოფთალმოლოგის ბაჩო შენგელიას მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ატვირთული ფოტოს გამო, ...

გუშინ, 25 აპრილს, ექიმმა ოფთალმოლოგმა ბაჩო შენგელიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ფოტო ატვირთა, სადაც იგი საწოლში ქალთან ერთადაა აღბეჭდილი. ბაჩო შენგელიამ აღნიშნული ფოტო, ქსენოფიურ და მიზოგინურ კონტექსტში გამოიყენა. ...

სულ რამდენიმე დღეა გასული მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერ ქალს მირანდა ფაღავას ქუჩაში თავს დაესხნენ და ტრანსფობიურ ნიადაგზე, სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ...

ძალადობის მსხვერპლმა ნ.გ.-მ დახმარებისათვის “საფარს” მიმართა. 2017 წლის 10 ნოემბერს, რწმუნებულების საფუძველზე, “საფარის” იურისტმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონულ სამმართველოს და ითხოვა მოძალადის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერისა და თანმხლები დოკუმენტაციის გადმოცემა. ...

დღეს, 23 იანვარს, „რედისონ ბლუ ივერიაში“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლად შექმნილი დანაყოფის – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. შს მინისტრის თქმით, ახალი დეპარტამენტი უკვე ეძებს ახალ თანამშრომლებს. „ჩვენთვის დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, ...

დღეს, 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თალიკო თხელიძის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. ...

საქართველოში გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცავთა მხრიდან არასწორი რეაგირებაა, რაც, ხშირად, მსხვერპლისთვის საბედისწერო შედეგით სრულდება. რამდენიმე ასეთი ტრაგიკული შემთხვევის საქმე უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გადაგზავნილი, იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მსხვერპლის სიცოცხლის უფლების ...

ეკატერინე გოგოლიშვილი წარმოშობით აჭარელია. იგი მოტყუებით დაქორწინდა და მას შემდეგ, მის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური და ეკონიმიკური ძალადობა არ შეწყვეტილა. მოძალადე ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებული პიროვნებაა, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულზე, მათ შორის ოჯახში ძალადობაზე. ძალადობის ბოლო შემთხვევა ფატალური შედეგით ...

დღეს, ლგბტქი აქტივისტებს 17 მაისის – ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ექსტრემალურ სიტუაციაში მოუხდათ: ...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ 12 500 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. ...

დღეს, ქორთიარდ მერიოტში, საფარის კვლევის – „ფემიციდი – დისკრიმინაციული დანაშაული და ...

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება ...