ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული ...

13-15 თებერვალს “საფარის” გუნდმა სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მიზანი ორგანიზაციის სტრატეგიული დოკუმენტების, ფიზიკური თუ ციფრული უსაფრთხების პოლიტიკის, საკომუნიკაციო გეგმების, შინაგანაწესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა და განხილვა იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში “საფარის” გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაფართოვდა ორგანიზაციის წარმომადგენლობა და ...

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებული კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სქესის ნიშნით ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის მას 8 წელი მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 10 იანვარს გამოუტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ. საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს, კონკრეტულად კი ფინანსთა სამინისტროს ჯეირანოვას ორი შვილისთვის ჯამში 100 000-ლარიანი კომპენსაცია 2022 წლის ოქტომბერში დააკისრა. ფინანსთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და “ქვეყნის ...

“საფარმა” ახალგაზრდული ფემინისტური მოძრაობის, “გოგონების ხმის” წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ორგანიზაციის იურისტები, ცირა ჯგერენაია და თამარ ლუკავა სკოლის მოსწავლეებს ქალზე ძალადობის ფორმებსა და მათ სამართლებრივ რეგულაციებზე ესაუბრნენ. იურისტები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე უხსნიდნენ გოგონებს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ფორმებს, მათზე ...

“საფარი” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: არასრული. ადგილმდებარეობა: ვირსალაძის 8. ანაზღაურება: 750$ (ექვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით. ძირითადი მოვალეობები: ** გუნდის წევრებზე ამოცანების განაწილება; ** გუნდის წევრების შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ზედამხედველობა; ** საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება გუნდის წევრებთან ერთად; ** ქოფირაითინგი ...

“საფარის” კახეთის რეგიონის იურისტმა, მარი ზურაბაშვილმა და პროექტების კოორდინატორმა ლიკა იმერლიშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრების მიზანი ორგანიზაციის სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის მობილური აპლიკაცია Sefe You-ს გაცნობა იყო. შეხვედრები ჩატარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის, სიღნაღის იურიდიული დახმარების ...

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულ 4 კაცს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, რაც ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობას ...

თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლსა და არასრულწლოვან გერზე ძალადობისთვის 45 წლამდე კაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება კაცს ძალადობის 17 ეპიზოდს ედავებოდა, რომელთაგან 14 ეპიზოდში სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქმის მასალების მიხედვით კაცი მოზარდ გოგოზე 5 წლის განმავლობაში, 9-დან 14 წლამდე ...

22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ...

ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მოძალადე კაცის მიმართ დამცავი ორდერი მაქსიმალური ვადით, 9 თვით გამოიცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა “საფარის” მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მსხვერპლმა ქალმა მიმდინარე წლის ნოემბერში ...

“შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მნიშვნელოვანია ვიაქტიუროთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ” – ასე აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს ვანო ჩხიკვაძე, “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. სწორედ ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით მოეწყო საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში. ევროკომიისა და ...

15 დეკემბერს გაეროს სააგენტოების ჯგუფმა საქართველოში ჩაატარა პირველი ეროვნული კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის “საფარი”. კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდასა და ქალთა ...

“საფარის” ახალგაზრდულმა პლატფორმებმა, ფანჯარამ და განძიმ WECF Georgia-ს კონკურსში, მედია თანასწორობისთვის საპრიზო ადგილი დაიკავეს. ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისთვის, მათივე ჩართულობით შექმნილმა სივრცეებმა ნომინაციაში – საუკეთესო ციფრული პლატფორმა მე-2 ადგილი აიღეს. მედია თანასწორობისთვის არის ორგანიზაციის, “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” ...

“საფარი” აცხადებს ტენდერს მანქანის შესყიდვაზე. ტენდერის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: დოკუმენტი #1 – მოთხოვნები; დოკუმენტი #2 – განაცხადის ფორმა. გისურვებთ წარმატებას! ...