კავშირი საფარი თითქმის ერთი წელიწადია, იცავს ნ. ხ-ს ინტერესებს, ავტოსტოპის გახმაურებულ საქმეზე. პროკურორის დადგენილებით, ნ. ხ. თავდაპირველად ცნობილ იქნა დაზარალებულად მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით. მითითებულ სისხლიs სამართლის საქმეზე, საფარმა არაერთხელ მოითხოვა  გამოძიების წარმოება სქესობრივი დანაშაულის მუხლითაც, ...

საფარის ბენეფიციარმა ინგა კაპანაძემ დღეს სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა. მას 3 ინსტანცია და მძიმე გზა დასჭირდა იმისთვის, რათა დაემტკიცებინა, რომ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით შვილებთან დაბრუნება მისი ბავშვების საუკეთესო ინტერესში შედიოდა. ინგა კაპანაძის საქმე საფარის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქეისია. მეოთხე წელია, რაც ...

მარიკა წივწივაძის საქმე უახლოესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ამბავია. ილიაუნის ლექტორი სამსახურში ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. 2021 წლის 8 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე “თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ”, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ...

საფარი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის თ. ლ.-ის ინტერესებს. 2019 წლის მარტში, თ. ლ-ს საკუთარმა მეუღლემ, რომელთან დაშორებასაც აპირებდა მრავალწლიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ცივი იარაღით 11 ჭრილობა მიაყენა. საქმეში საფარის ჩართვის მომენტისათვის, მკვლელობის მცდელობის მუხლით დამნაშავის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ...

კავშირმა ,,საფარმა’’ 2016-2021 წლებში სასამართლოში აწარმოა სამოქალაქო დავა მოსარჩელის – მ. უ. ჩ.-ს სარჩელის გამო, მოპასუხის – თბილისის N130 საჯარო სკოლის მიმართ, დისკრიმინაციული მოპყრობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ...

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ნ. გ.-მ ადვოკატი ლ. ჯ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და საჯარო  შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, დახმარებისათვის საფარს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მიმართა. ნ.-ს სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატი ლ. ჯ., რომელმაც სამართლებრივი კონსულტაცია ...

სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა, რომელშიც საუბარია „საფარის“ გახმაურებულ საქმეზე ადვოკატი ლ. ჯ.-ის მხრიდან ნინო გოდერძიშვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ. კავშირ საფარს დახმარებისათვის ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ნინო გოდერძიშვილმა მიმართა. ნინოს განმარტებით, მას მოქმედი ადვოკატი ლ. ჯ.  სექსუალურად ავიწროებდა; ნ. გოდერძიშვილმა ...

საფარის ბენეფიციარის ი. მ-ის მიმართ ჩადენილი უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის მსჯავრდებულმა მისმა ყოფილმა მეუღლემ სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობითი მსჯავრის საფუძველზე დატოვა. ამის შემდგომ, მოძალადემ ყოფილ მეუღლეზე ფსიქოლოგიური ძალადობა განაგრძო, რაც გამოიხატებოდა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში, თვალთვალსა და ადევნებაში. აღნიშნული ფაქტების ...

ნინო გოდერძიშვილმა, თავისი მოქმედი ადვოკატის ლ. ჯ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების, ადევნების ფაქტებთან დაკავშირებით, დახმარებისათვის საფარს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მიმართა. ნინოს სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატი ლ. ჯ., რომელიც სამართლებრივი კონსულტაციისას კლიენტის სექსუალურ შევიწროებას ...

ა. მ.-ზე მეუღლე გამუდმებით ძალადობდა. მან დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც, მცირეწლოვან შვილთან ერთად, გადაყვანილ იქნა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ა. მ. არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე. მას საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰყავს ახლობლები. მისი ოჯახის წევრები და ნათესავები სომხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ. რადგან ...

საფარი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის, ი. კ.-ის, ინტერესებს. ოჯახში ძალადობის საქმეებში, მოძალადის მიერ აქეთ მსხვერპლის დადანაშაულება და პოლიციაში მსხვერპლის წინააღმდეგ ჩივილი, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ამ ხერხით, ერთი მხრივ, მოძალადე თავიდან იცილებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, მეორე მხრივ კი ანეიტრალებს ...

კავშირი „საფარი“ 2019 წლიდან იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ნ. ს.-ს  ინტერესებს. ის წლების მანძილზე განიცდიდა ძალადობას თავისი ყოფილი მეუღლის ჯ. ს.-ს მხრიდან. 2019 წლის 7 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ჯ. ს., მეუღლეზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო, ცნობილ იქნა დამნაშავედ ...

მიმდინარე წლის მაისში, გურჯაანის რაიონული სასამართლომ 5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული პირი გაამართლა. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად, სასამართლოს მითითებული ჰქონდა, რომ სასამართლოში დაკითხული დაზარალებული და პირდაპირი მოწმე იყვნენ ქმედუუნაროები, რადგან მათი ასაკი იყო 10 წლამდე. საფარი საქმის ...

კავშირი საფარი 30 სექტემბრიდან იცავს პედოფილიის სავარაუდო მსხვერპლის, 9 წლის გოგონას, ინტერესებს. გოგონა დეტალურად ყვება მომხდარს. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს, ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, ორგანიზაციის იურისტის მიერ საქმის ზედამხედველ პროკურორთან წარდგენილ იქნა განცხადება, ბავშვს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ...

ოჯახში სისტემატური ძალადობის მსხვერპლ ნანა გოგალაძეს, 2017 წლის ახალი წლის ღამეს, ქმარი დაესხა თავს და მისი მოხრჩობა სცადა. გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალი იძულებული გახდა, 112-ში დაერეკა და შეეტყობინებინა, რომ მასზე ძალადობდნენ. საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთით დაგვიანებით გამოცხადდა, – ...