“საფარმა” სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრების მიზანი იყო იმ შესაძლებლობებისა და სერვისების გაცნობა, რასაც “საფარი” მათ სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პლატფორმა “განძზე”. შეგახსენებთ, რომ “განძი” არის “საფარის” ბაზაზე შექმნილი, ორენოვანი – ქართულ-სომხური პლატფორმა, რომლის მიზანია ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების ...
დღეს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, შეაკავოს და გაუმკლავდეს მცირერიცხოვანი მოძალადე ჯგუფების აგრესიას. რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული, მშვიდობიანი შეკრების ჩაშლა ხელისუფლების მორიგი მარცხია. შინაგან საქმეთა სამინისტრო თვეების განმავლობაში ჰპირდებოდა „თბილისი პრაიდს“, ...
2023 წლის 8 ივნისს, “საფარის” ცხელ ხაზზე ქალმა დარეკა და დახმარება ითხოვა. ეს ჩვეულებრივი ამბავია – მსგავსი თხოვნით “საფარში” ყოველდღიურად ათობით ქალი რეკავს. ჩვეულებრივ, სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ვნიშნავთ შეხვედრას, განვიხილავთ პრობლემის მოგვარების გზებს, ვგეგმავთ და ვიწყებთ საქმეზე მუშაობას. ...
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაუპატიურების მცდელობის გარდა (მე-19; 137-ე მუხლი), კაცი დამნაშავედ ცნეს მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის ...
2023 წლის 25 მაისს საფარმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქე ბუდუ შეყილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის იმ ნორმას, ...
“საფარს” პარტნიორი ორგანიზაცია მერსი ქორფსი საქართველოს (Mercy Corps Georgia), აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ როგორც კონკრეტულად “საფარის” საქმიანობასა და სერვისებზე, ისე, ზოგადად, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე, სტატისტიკაზე, მათზე რეაგირებისა და პრევენციის შესაძლებლობებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ...
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. ახალგაზრდა ქალსა და მის ნათესავებს შორის სამემკვიდრეო დავა 2023 წლის 23 მაისს მორიგებით დასრულდა, რის საფუძველზეც ის $22000-ის ღირებულების კეთილმოწყობილ სახლის მესაკუთრე გახდა. საქმეზე “საფარის” იურისტი, ცირა ჯგერენაია 2021 წლიდან მუშაობს. პროცესში ჩართული იყო ...
“საფარის” წიგნის კლუბის ფარგლებში პირველი შეხვედრა გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის სათემო ცენტრში ჩატარდა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კომიქსი “უჩინარი” წაიკითხეს, შემდეგ კი კომიქსის ილუსტრატორ თათია ნადარეიშვლთან და მწერალ სალომე ბენიძესთან ერთად განიხილეს. კომიქსის გმირ, 14 წლის თავგადასავლების მოყვარული ნინის მსგავსად, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარ ...
15, 16 და 17 მაისს “საფარის” წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის სამ ქალაქში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა, მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ადგილობრივმა ქალებმა. შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას გავაცანით “საფარის” იურისტი სამცხე-ჯავახეთში, დიმიტრი ჩხიტუნიძე. თუ აქამდე ...
იმერეთში, შსს-ს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა. ეს რეგიონში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირველი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა აქამდე “საფარს” არ ჰქონია. საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორისაა, ადევნება და მუქარა. ქალმა, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელს არაერთ დანაშაულში ...
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისთვის 26 წლის კაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ 5 მაისს გამოაცხადა. დაზარალებული ქალი 24 წლისაა. მან “საფარს” დახმარებისთვის 2022 წლის აგვისტოში, შემთხვევიდან ორ კვირაში მიმართა. საქმის მასალების მიხედვით, კაცი დიდი ხნის განმავლობაში ...
ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად გაიზარდა. ამომრჩეველი და კანდიდატი ქალების პოლიტიკაში ჩართულობა დღესდღეობით იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მიუხედავად ამისა, ქალები კვლავ არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკაში სხვადასხვა დონეზე. გენდერული ნიშნით ძალადობა პოლიტიკასა და არჩევნებში სულ უფრო ...
“გოგონების ხმას” ახალი წევრები ჰყავს – მოზარდი გოგონები და ახალგაზრდა ქალები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან “საფარის” ფემინისტურ კლუბს შეუერთდნენ. ფემინისტური კლუბის ძველი და ახალი წევრებისთვის “საფარმა” 3-დღიანი ღონისძიება დაგეგმა, რომლის მიზანი იყო ერთმანეთის გაცნობა, ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარება, კლუბის სამომავლო ...
„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე აჭარაში (ბათუმში). სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით); ძირითადი ფუნქციები: ბენეფიციარების პირველადიკონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe You-ს აპლიკაციის მეშვეობით, პირისპირ); ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოება; ...
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აპრილს გამოაცხადა. შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი მეგობრებთან ერთად კლუბში იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო. როგორც ამბობს, მშიერი იყო, რის გამოც მალე დათვრა ...