საფარი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის თ. ლ.-ის ინტერესებს. 2019 წლის მარტში, თ. ლ-ს საკუთარმა მეუღლემ, რომელთან დაშორებასაც აპირებდა მრავალწლიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ცივი იარაღით 11 ჭრილობა მიაყენა. საქმეში საფარის ჩართვის მომენტისათვის, მკვლელობის მცდელობის მუხლით დამნაშავის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ...

კავშირმა ,,საფარმა’’ 2016-2021 წლებში სასამართლოში აწარმოა სამოქალაქო დავა მოსარჩელის – მ. უ. ჩ.-ს სარჩელის გამო, მოპასუხის – თბილისის N130 საჯარო სკოლის მიმართ, დისკრიმინაციული მოპყრობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ...

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ნ. გ.-მ ადვოკატი ლ. ჯ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და საჯარო  შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, დახმარებისათვის საფარს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მიმართა. ნ.-ს სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატი ლ. ჯ., რომელმაც სამართლებრივი კონსულტაცია ...

სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა, რომელშიც საუბარია „საფარის“ გახმაურებულ საქმეზე ადვოკატი ლ. ჯ.-ის მხრიდან ნინო გოდერძიშვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ. კავშირ საფარს დახმარებისათვის ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ნინო გოდერძიშვილმა მიმართა. ნინოს განმარტებით, მას მოქმედი ადვოკატი ლ. ჯ.  სექსუალურად ავიწროებდა; ნ. გოდერძიშვილმა ...

საფარის ბენეფიციარის ი. მ-ის მიმართ ჩადენილი უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის მსჯავრდებულმა მისმა ყოფილმა მეუღლემ სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობითი მსჯავრის საფუძველზე დატოვა. ამის შემდგომ, მოძალადემ ყოფილ მეუღლეზე ფსიქოლოგიური ძალადობა განაგრძო, რაც გამოიხატებოდა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში, თვალთვალსა და ადევნებაში. აღნიშნული ფაქტების ...

ნინო გოდერძიშვილმა, თავისი მოქმედი ადვოკატის ლ. ჯ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების, ადევნების ფაქტებთან დაკავშირებით, დახმარებისათვის საფარს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მიმართა. ნინოს სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატი ლ. ჯ., რომელიც სამართლებრივი კონსულტაციისას კლიენტის სექსუალურ შევიწროებას ...

ა. მ.-ზე მეუღლე გამუდმებით ძალადობდა. მან დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც, მცირეწლოვან შვილთან ერთად, გადაყვანილ იქნა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ა. მ. არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე. მას საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰყავს ახლობლები. მისი ოჯახის წევრები და ნათესავები სომხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ. რადგან ...

საფარი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის, ი. კ.-ის, ინტერესებს. ოჯახში ძალადობის საქმეებში, მოძალადის მიერ აქეთ მსხვერპლის დადანაშაულება და პოლიციაში მსხვერპლის წინააღმდეგ ჩივილი, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ამ ხერხით, ერთი მხრივ, მოძალადე თავიდან იცილებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, მეორე მხრივ კი ანეიტრალებს ...

კავშირი „საფარი“ 2019 წლიდან იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ნ. ს.-ს  ინტერესებს. ის წლების მანძილზე განიცდიდა ძალადობას თავისი ყოფილი მეუღლის ჯ. ს.-ს მხრიდან. 2019 წლის 7 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ჯ. ს., მეუღლეზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო, ცნობილ იქნა დამნაშავედ ...

მიმდინარე წლის მაისში, გურჯაანის რაიონული სასამართლომ 5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული პირი გაამართლა. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად, სასამართლოს მითითებული ჰქონდა, რომ სასამართლოში დაკითხული დაზარალებული და პირდაპირი მოწმე იყვნენ ქმედუუნაროები, რადგან მათი ასაკი იყო 10 წლამდე. საფარი საქმის ...

კავშირი საფარი 30 სექტემბრიდან იცავს პედოფილიის სავარაუდო მსხვერპლის, 9 წლის გოგონას, ინტერესებს. გოგონა დეტალურად ყვება მომხდარს. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს, ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, ორგანიზაციის იურისტის მიერ საქმის ზედამხედველ პროკურორთან წარდგენილ იქნა განცხადება, ბავშვს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ...

ოჯახში სისტემატური ძალადობის მსხვერპლ ნანა გოგალაძეს, 2017 წლის ახალი წლის ღამეს, ქმარი დაესხა თავს და მისი მოხრჩობა სცადა. გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალი იძულებული გახდა, 112-ში დაერეკა და შეეტყობინებინა, რომ მასზე ძალადობდნენ. საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთით დაგვიანებით გამოცხადდა, – ...

„საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლის ე. მ.-ს უფლებამონაცვლის ი. ბ.-ს ინტერესებს. ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ქმრისგან მომდინარე უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაასრულა; 32 წლის ე. მ. 2019 წლის 28 დეკემბერს მეზობლის ბოსელში იპოვეს ჩამომხრჩვალი. საქმეზე მეორე დღესვე მისი ქმარი, ...

საფარი 2018 წლიდან იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ეკატერინე გოგოლიშვილის  ინტერესებს. ის წლებია, ძალადობას განიცდის მისი მეუღლის ტარიელ წერეთლის  მხრიდან.  ორგანიზაციის ჩართვამდე, მის  მიმართვებზე პოლიცია გულგრილად რეაგირებდა და  დამნაშავეს პასუხისგებაში არ აძლევდნენ. საფარის უამრავი საჩივრის შედეგად, მოძალადის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი; ...

საფარის საქმეებს შორის უკვე მრავლადაა ისეთი საქმეები, სადაც ადვოკატების მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლი გამოიკვეთა. ეს არის სასჯელის დამამაძიმებელი სპეციალური მუხლი, მათ შორის – გენდერის და სქესის ნიშნით. ერთ-ერთი ასეთია სევა შამოიანის საქმე, სადაც, ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, ...