“საფარს” ახალი რეგიონული იურისტი ჰყავს – დიმიტრი ჩხიტუნიძე სამცხე-ჯავახეთში იმუშავებს და რეგიონში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს ადგილზე გაუწევს ყველა სახის სამართლებრივ მომსახურებას. 30-31 მარტს ჩატარდა გაცნობითი შეხვედრები ახალციხეში, სადაც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიასა და აქტივისტებს გავაცანით ...

24 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის “სოლიდარობის ცენტრში” თანასწორობის კუთხე  გაიხსნა – სათემო ცენტრის ბიბლიოთეკას თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების შესახებ 200-ზე მეტი წიგნი შეემატა. თანასწორობის კუთხის გახსნასთან ერთად, ავტორი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ასევე გაეროს ...

ბოლო 24 საათში შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამოცდილებაზე უკვე სამმა ქალმა ისაუბრა. ეს სექსუალური შევიწროების ისტორიები ჰგავს თათია სამხარაძის საქმეს, რომელზეც “საფარი” 2016 წლიდან მუშაობდა და რომელშიც დისკრიმინაცია ორი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა. შალვა რამიშვილი დასაქმებისა და კარიერული წინსვლის დაპირებით, ...

20 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა “საფარის” საქმიანობის, სერვისებისა და პლატფორმების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა ორგანიზაციის იურისტი, ეკატერინე მუზაშვილი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია აჭარაში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან რეგიონში მცხოვრებ ათობით ქალს გაუწია კონსულტაცია და სამართლებრივი ...

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში; სამუშაო განაკვეთი: ნახევარი; ანაზღაურება: შეთანხმებით;  ძირითადი ფუნქციები: სოციალური მედიის მართვა; სოციალური მედია პლატფორმების შესწავლა, ანალიზი და სოციალური მედიის საკომუნიკაციო სტრატეგიის დასახვაში ჩართულობა; სოციალური მედიის აუდიტორიის შესწავლა, ზრდა და ჩართულობის უზრუნველყოფა ორგანიზაციის კომუნიკაციის ...

„საფარმა“ პარტნიორი ორგანიზაცია Mercy Corps-ისა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებსა და ორგანიზაცია “ქალთა გლობალური უფლებების” ხელმძღვანელს, შერილ ტომასს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ვისაუბრეთ „საფარის“ საქმიანობასა და ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან მიღწევებსა თუ გამოწვევებზე. ასევე, პროექტზე, რომელსაც Mercy Corps-ისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ...

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქუთაისში. სამუშაო განაკვეთი: სრული – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით). ძირითადი ფუნქციები: ბენეფიციარების პირველადი კონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe You-ს აპლიკაციის მეშვეობით, ადგილზე); ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოში: საგამოძიებო მოქმედებებში ...

“საფარი” აცხადებს კონკურსს 13-დან 25 წლამდე კონტენტ კრეატორი გოგონებისთვის მთელ საქართველოში! თუ ქმნით კონტენტს სხვადასხვა პლატფორმისთვის ტიკტოკსა და ინსტაგრამზე, ჩვენ შენ გეძებთ! შეავსე ეს მარტივი ფორმა და 20 მარტამდე გამოგვიგზავნე შენი შექმნილი ვიდეო ან პოსტერი, ნებისმიერ თემაზე. შერჩეული 20 გოგონა ...

დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტში უნდათ დაიწყონ დიდი რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანია, საქართველო გამოყონ ევროპისგან. რუსული კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა განიხილონ პარლამენტში, სპობს ჩვენი, ქართველი ხალხის შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ერთმანეთი  და ჩვენი ქვეყანა. ამ კანონპროექტით პარლამენტი დასმენებისა და რეპრესიების დროში ...

აუდიტის დასკვნა – “საფარი” 2022 ...

კაცს, რომელიც საკუთარ არასრულწლოვან შვილზე, წლების განმავლობაში სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ განაჩენი 27 თებერვალს გამოაცხადა. დაზარალებული ქალი უკვე სრულწლოვანია. მან “საფარს” დახმარების თხოვნით 2022 წლის ივნისში მიმართა. ამ დროისთვის კაცს უკვე წარდგენილი ჰქონდა ...

წერილის ავტორი ქალი 4 დღეში, 28 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს სხომას ელოდება. მის ყოფილ ქმარს ბრალი მუქარის მუხლით აქვს წარდგენილი. გასულ წელს, საქალაქო სასამართლომ კაცი გაამართლა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ ვერ წარმოიდგინა, განათლებული და კარიერულად რეალიზებული ქალი, რომელიც ...

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული ...

13-15 თებერვალს “საფარის” გუნდმა სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მიზანი ორგანიზაციის სტრატეგიული დოკუმენტების, ფიზიკური თუ ციფრული უსაფრთხების პოლიტიკის, საკომუნიკაციო გეგმების, შინაგანაწესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა და განხილვა იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში “საფარის” გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაფართოვდა ორგანიზაციის წარმომადგენლობა და ...

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებული კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სქესის ნიშნით ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის მას 8 წელი მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 10 იანვარს გამოუტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ...